0 9 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დიდი საერთაშორისო სკანდალი - ამერიკის ფედერალური ბიურო, შესაძლოა ივანიშვილის, შალელაშვილისა და ბინიაშვილის საქმიანობით დაინტერესდეს

საქართველო შესაძლოა მორიგ საერთაშორისო სკანდალში გაეხვეს. საქმე ეხება პრეზიდენტ ტრამპის კამპანიის დაფინანსებას უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, რაც ამერიკის კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულია. 

დღეს, 2020 წლის 20 იანვარს, ვაშინგტონში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინაუგურაცია იმართება. ინაუგურაციის შემდეგ, ბაიდენი ოფიციალურად შეუდგება საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას.

პარალელურად კი, გამორიცხული არ არის რომ ამერიკის ფედერალურმა ბიურომ დაიწყოს გამოძიება ტრამპის კამპანიის არაოფიციალურად, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ დაფინანსების ფაქტზე. 

ამერიკული მედიის მიერ გამოქვეყნებული ფაქტებით დგინდება რომ ტრამპის კამპანიისათვის, ფულს მისი სიძე, ჯარედ კუშნერი აგროვებდა.

გავრცელებული ცნობებით, მას, ფინანსებს განვითარებადი ქვეყნების ოლიგარქები სხვადასხვა სქემების გამოყენებით ურიცხავდნენ. 

მათ შორის იყო ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც, დიდი ალბათობით, ქართუ ბანკის მეშვეობით განხორციელებული ფინანსური სქემის გამოყენებით რიცხავდა მილიონებს, სანაცვლოდ კი, ტრამპის სიძისგან ხელშეუხებლობასა და მხარდაჭერას ითხოვდა. 

ქართული ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი აცხადებს რომ შუამავალი, ივანიშვილსა და ტრამპის სიძეს შორის, ყოფილი დეპუტატი და ქართველი ოლიგარქის ბიზნეს-პარტნიორი, შალელაშვილი იყო, რომლის შვილი, რამდენიმე წლის წინ, ამერიკის ფედერალურმა ბიურომ, ჰაკერული გზით 400 მილიონი დოლარის მოპარვის სკანდალურ საქმეზე დააკავა.

თუმცა, მოგვიანებით, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, იგი  საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა. მაშინ, ცნობილი გახდა რომ მოპარული 400 მილიონის ნაწილი ივანიშვილის ქართუ ბანკის გამოყენებით “დაიკარგა”.

ქართულ-ამერიკული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, შალელაშვილს კავშირი აქვს ბიზნესმენ მიხეილ ბინიაშვილთანაც, რომელიც ოცნების დეპუტატის, კახი კახიშვილის არაოფიციალური დამფინანსებელია. ისინი ერთად “ალაგებენ” ფინანსურ სქემებს საქართველოში.


მიხეილ ბინიაშვილი სარგებლობს პრივილეგიებითაც. კერძოდ, საყოველთაო შეზღუდვებისა და პანდემია-ეპიდემიის ფონზე, ის დაბრკოლების გარეშე შემოდის საქართველოში და გადის საზღვრიდან, რისი დამადასტურებელი ფოტო-მტკიცებულებები მედიაში უკვე გავრცელდა.

ასე რომ, უახლოეს მომავალში, დიდი ალბათობით, ამერიკის ფედერალური ბიურო ქართველი ოლიგარქითა და მისი გარემოცვითაც დაინტერესდება. 

მსოფლიო მედია უკვე ღიად აღნიშნავს რომ პრეზიდენტი ტრამპი შესაძლოა განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს და მას, სხვა საქმესთან ერთად, უკანონო დაფინანსების მიღების ბრალდებაც წაუყენონ, რაც ავტომატურად გამოიწვევს ქართველი ოლიგარქისა და მისი გარემოცვის პასუხისმგებლობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები