1 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

1-ელი თებერვლიდან 5 ქალაქში ტრანსპორტის მუშაობა აღდგება,თუმცა ტრანსპორტი არ იმუშავებს შაბათ-კვირას.. ამ ქალაქებში უქმე დღეების განმავლობაში სავაჭრო ცენტრები დაიხურება

სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 1-ელი თებერვლიდან გაიხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ამასთან, როგორც ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, 5 ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში სავაჭრო ობიექტებს მუშაობის უფლება შაბათ -კვირას არ ექნება.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, აღნიშნულ 5 ქალაქში შაბათ-კვირას ასევე არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც 1-ელი თებერვლიდან აღდგება.

„იმის გათვალისწინებით, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, იწყებს მუშაობას მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ქალაქში, აღდგება სკოლების ფუნქციონირება, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ გაზრდილი მობილობა, შაბათ-კვირას ყველა ამ ქალაქში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი. რესტორნები, კვების ობიექტები, მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის შაბათ-კვირის შეზღუდვა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები