1 9 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

როდესაც ღარიბაშვილი უმრავლესობის წევრებს წარუდგინა, უნდა გენახათ, რა ოვაცია, რა კარგი ემოციური ამოფრქვევა იყო – კახაძე

ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე ფორმულასთან კომენტარში აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში სიხარული და ოვაციები მოჰყვა. მისი განმარტებით, ეს ცვლილება დროული იყო:


“ირაკლი კობახიძეს დიდი მადლობა. ირაკლიმ, როგორც პარტიის ხელმძღვანელმა, ზუსტი აქცენტი გააკეთა და პოლიტსაბჭოზე, მე არ ვარ პოლიტსაბჭოს წევრი, პირდაპირ ირაკლიმ როგორც კი დაიწყო და დამთავრდა – მეტი მეორე კანდიდატი არ არის საჭიროო, პოლიტბიუროს წევრებს უთქვამთ. როდესაც ღარიბაშვილი უმრავლესობის წევრებს წარუდგინა, უნდა გენახათ, რა ოვაცია, რა კარგი ემოციური ამოფრქვევა იყო ირაკლის დასახელებაზე. მერე რეგიონებში მოიარა და აბსოლუტურად ყველა დადებითად შეხვდა. გუნდის მობილიზაციისთვის ეს შეჯანჯღარება გამოდგა კარგი. დროულად მოხდა ყველაფერი ეს” – განაცხადა კახაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები