1 6 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მეოთხე მექანიზებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრომ თვითმკვლელობის მიზნით თავისივე იარაღიდან გაისროლა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა - თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურემ თვითმკვლელობის მიზნით ისროლა. უწყების ცნობით სამხედრო საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“მიმდინარე წლის 3 მარტს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა. სამხედრო მოსამსახურე დაუყონებლივ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის მიზნით, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.” ნათქვამია თავდაცვის ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები