0 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვასილ მაღლაფერიძემ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ვასილ მაღლაფერიძემ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძე მიზეზად იმას ასახელებს, რომ „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლებს საჯარო კომუნიკაციას“.

"მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შევძლებ საჯარო კომუნიკაციას, ვტოვებ პარტიაში ჩემს თანამდებობას. პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება. თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ!"- წერს მაღლაფერიძე. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები