1 1 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ტიკარაძე - შაბათიდან საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქრთველოში კორონავირუსის ვაქცინა ერთი კვირით ადრე, შაბათს შემოვა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

"საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით და თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით, ჩვენ გვაქვს უკვე დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში ჩვენ გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება", - თქვა მან. 

ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში 43 ათას 200 დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინა შემოვა, ხოლო "ფაიზერთან" მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანა დაჩქარდეს. 

მინისტრის განმარტებით, ვადა 6-დან 12 კვირამდეა და დასტური აქვთ, რომ ამ ვადაში "ასტრაზენეკას" მეორე დოზის შემოტანა მოესწრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები