1 8 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ღარიბაშვილმა შსს-ში ახალი შტატი შექმნა – ვინ არის გომელაურის მეხუთე მოადგილე

შს მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. პრემიერმინისტრმა ამ თანამდებობაზე ალექსანდრე დარახველიძე დანიშნა, რომელიც შსს-ს საპარლამენტო მდივანიც იქნება.

ალექსანდრე დარახველიძე სამართალმცოდნეობის მაგისტრია. მას 2019 წლიდან ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა. 

2018-2019 წლებში დარახველიძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2018 წელს მას სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო.

ალექსანდრე დარახველიძის ოჯახი ორი მიწის ნაკვეთის და ორი ბინის მფლობელია: 

2006 წელი, მიწის ნაკვეთი ამბროლაურში – 800 ლარი

2009 წელი, ბინა თბილისში – 21500 აშშ დოლარი

2014 წელი, ბინა თბილისში – 64 000 აშშ დოლარი

2019 წელი, მიწის ნაკვეთი მცხეთაში – 12 000 აშშ დოლარი.

ბოლო დეკლარაციის მიხედვით, შს მინისტრის ახალი მოადგილის და შსს-ს საპარლამენტო მდივანის მეუღლე სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელია. 

 

ვახტანგ გომელაურს უკვე 5 მოადგილე ჰყავს.

კახაბერ საბანაძე – პირველი მოადგილე

გიორგი ბუთხუზი – მოადგილე

ვლადიმერ ბორცვაძე – მოადგილე

იოსებ ჭელიძე – მოადგილე

ალექსანდრე დარახველიძე – მოადგილე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები