1 5 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მდინარაძე: პოზნერს, ისევე როგორც ნებისმიერ ტურისტს, უფლება ჰქონდა, საქართველოში შემოსულიყო

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ჟიგიმანტას პავილიონისი ნაციონალური მოძრაობის მომხრე პოლიტიკოსია და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ იგივე თქვა, რაც ვლადიმირ პოზნერმა.  ასე გამოეხმაურა მდინარაძე პავილიონისის განაცხადებას, რომ “ის, რაც თბილისში ხდება, რეალობის სევდიანი და სიმბოლური ანარეკლია”.

მდინარაძის თქმით, პოზნერს და მის მეგობრებს, ისევე როგორც ნებისმიერ ამერიკელ,   ევროპელ და რუს ტურისტს,  უფლება ჰქონდათ კოვიდრეგულაციების დაცვით,  შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთვევაში საქართველოში შემოსულიყვნენ.

რაც შეეხება კომენდანტის საათის დარღვევას, მდინარაძის თქმით, ეს მათთვისაც “მიუღებელი იყო და არ იყო კარგი სურათი“.

“ნაცმოძრაობს აქტივი და აქტივისტები და მათი ლიდერები, ვინც განდევნას არა კანონის დარღვევის გამო, არამედ მისი წარმომავლობის და საქართველოსთან მიმართებაში გამოთქმული პირველ რიგში, ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელი მოსაზრებების გამო ითხოვს. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, საერათოდ ავკრძალოთ თუ არა, რუსეთს ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელთაც საააკშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა, ოღონდ მანამდე უნდა ვიმსჯელოთ ნაცმოძრაობის მომხრე პოლიტიკოსი ჟიგიმანტასი უნდა შემოვუშვათ თუ არა საქართველოში, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პრაქტიკულად იგივე თქვა, რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. უნდა ვიმსჯელოთ, უნდა იყვნენ თუ არა საჯარო სივრცეში ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მათ შორის პროტესტანტი გიორგი კანდელკი, გოკა გაბაშვილი და ა.შ.“- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ.

ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

მას ეკუთვნის გამონათქვამი: “აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”. 

პოზნერის საქართველოში ვიზიტს ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი გამოეხმაურა.

“ის, რაც თბილისში ხდება, რეალობის სევდიანი და სიმბოლური ანარეკლია – ევროკავშირის მომლაპარაკებელი წავიდა, რუსი პროპაგანდისტი – მოვიდა”- წერს პავილიონისი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები