2 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ნიკა გირაოს არ გადაიხდის, დაივიწყეთ“ – ანზორ მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამის, ანზორ მელიას განცხადებით, ალბათ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი პირველ პროცესზე დაშვებულ შეცდომას გამოასწორებს.

ანზორ მელია ამბობს, რომ მისი შვილი გირაოს არ გადაიხდის.

„ხალხი დაწყნარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ნიკა გარეთ იქნება. თქვენ იცით, რომ მე ექიმი ვარ და უამრავ ავადმყოფებს ვღებულობ ყოველდღიურად, ყველა მადლობას მიხდის ასეთი შვილის გაზრდისათვის. ხალხს ძალიან უყვარს.

ალბათ მოსამართლე გამოასწორებს თავის პირველ დაშვებულ შეცდომას. არ გადაიხდის გირაოს, დაივიწყეთ ეს გირაო, არ არსებობს გირაო, ნიკას აქვს მისჯილი პატიმრობა და გირაოს, რომ არ იხდიდა შეგნებულად, იმიტომ წავიდა ციხეში“, – აღნიშნა ანზორ მელიამ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები