0 4 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თაღლითური სქემა და 11 დაკავებული - რაზე ალაპარაკდნენ პატიმრობაში მყოფი პირები და მიდის თუ არა კვალი კახიშვილ-ბინიაშვილამდე?

საქართველოს პროკურატურამ, რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს 10 და ისრაელის 1 მოქალაქეს,  უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის, პერსონალური მონაცემების ხელყოფისთვისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, ბრალდება წარუდგინა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პროკურატურა დაკავებულთაგან რამდენიმეს საპროცესოს უფორმებს, სანაცვლოდ კი სთხოვს, რომ მათთან ბოლომდე ითანამშრომლონ. 

გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე მათგანი დეტალურად აღწერს იმ სქემის შესახებ, რაშიც იღებდა მონაწილეობას და უფრო მეტიც, კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს, რომელიც სავარაუდოდ, ბინიაშვილის გარემოცვამდე და შესაბამისად, ისნის მაჟორიტარ დეპუტატთან, კახი კახიშვილთანაც მიდის. 

სავარაუდოდ, აღნიშნული თაღლითური სქემით კახიშვილის სიძე და ასევე, კახიშვილის ახლო მეგობარი , მიხეილ ბინიაშვილი არიან დაინტერესებული. 

ისინი  სქემის მონაწილეების მეშვეობით, ევროპელ პენსიონერებს ფულს არაფერში აბანდებინებენ და შემდეგ, საქართველოში ანაღდებენ. სავარაუდოდ, სწორედ  შავი ფულით დაუფინანსა ბინიაშვილმა კახიშვილს საარჩევნო კამპანია და დიდი ფულის სანაცვლოდ, ამომრჩეველთა ხმებიც მოისყიდა.

ხსენებულ  საქმეზე itv.ge-ს ჟურნალისტები თვეების განმავლობაში მუშაობდნენ და არაერთი სიუჟეტიც გადაიღეს. 

ასევე, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პროკურატურის წარმომადგენლებს კომუნიკაცია ჰქონდათ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან, სქემის თაობაზე. უფრო მეტიც, საქმე იმდენად გახმაურებულია, რომ ევროპელი პენსიონერები ითხოვენ, სახელმწიფოებმა ოფიციალურად მოახდინონ რეაგირება და  საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვონ დამნაშავეების დასჯა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები