1 5 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნიკა მელიასთან საპატიმროში ბაჩუკი ქარდავა და გიორგი ბოტკოველი შევიდნენ

ოპოზიციური პარტიები ნიკა მელიასთან კონსულტაციებს განაგრძობენ. რამდენიმე წუთის წინ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის საკანში ბაჩუკი ქარდავა და გიორგი ბოტკოველი შევიდნენ. ვიზიტის მიზანი ამ პოლიტიკოსების შემთხვევაშიც ნიკა მელიას გათავისუფლების გზებზე მსჯელობაა. 

როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, ისინი ყურადღებას დღეს რამდენიმე მიმართულებით გაამახვილებენ ნიკა მელიასთან საუბრისას.

"ნიკა ენმ-ის თავმჯდომარეა და ყველა გადაწყვეტილებას ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში, სანამ ციხეშია ვიღებთ მასთან შეთანხმებით. დღევანდელი შეხვედრაც იმას ეხება, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნას, ეს იქნება შეთანხმებული ნიკა მელიასთან.

ვისაუბრებთ ადგილობრივ არჩევნებზეც. მთავარია დღეს ნიკა მელია გარეთ იყოს და სწორედ მთავარი საკითხი ამ საკითხს შეეხება," - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები