1 6 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პაპუაშვილი - ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოუხადოს თამარ ჟვანიას და შემდეგ ჟვანია გადაწყვეტს, უნდა წასვლა თუ არ უნდა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერის შალვა პაპუაშვილის განცხადებით,  ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოუხადოს თამარ ჟვანიას, შემდეგ კი თამარ ჟვანია გადაწყვეტს, უნდა მას წასვლა თუ არ უნდა. 

„მე ვფიქრობ, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ უნდა დააფიქროს, სად იმყოფება. გუშინ თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ გავაგრძელეთ საგამოძიებო კომისიის ვადა, რომელიც მუშაობს არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე და გახსოვთ თქვენ, ოპოზიციამ იქ ისაუბრა, რომ ეს კომისია რაღატომ არის საჭირო, ხომ არსებობს 19 აპრილის შეთანხმება და მოდით წინ გავიხედოთო, 6 თვე თუ მეტი,ოპოზიციამ ეს ქვეყანა აჯანჯღარა იმით, რომ იყო არჩევნები გაყალბებული და ახლა როცა აქვს შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიის მეშვეობით, მტკიცებულებები წარმოადგინონ, ამაზე უარს ამბობენ, ეს აჩვენებს, რომ არანაირი არგუმენტი გაყალბებულ არჩევნებზე არ არსებობს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, მათ ბოდიში უნდა მოუხადონ თამარ ჟვანიას და შემდეგ თამარ ჟვანია გადაწყვეტს, უნდა მას წასვლა თუ არ უნდა. ბოდიში მოსახდელი აქვს ბევრს ამ ქვეყანაში თამარ ჟვანიას მიმართ, მათ შორის, ოპოზიციას, მათ შორის, „სამართლიან არჩევნებს“ და სხვებს, ვინც დააბრალა მას ისეთი რაღაცები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ვერაფრით ვერ დაამტკიცეს და ბოდიშს თუ არ მოიხდიან, მინიმუმ ის გამბედაობა მაინც ჰქონდეთ, რომ მივიდნენ და ჰკითხონ, არჩევნების შემდეგ რა გადაიტანა ამ ადამიანმა, რა დონის შეტევა იყო მის მიმართ პიროვნულად და მინიმუმ ის მაინც მოიკითხონ, რას გრძნობდა ეს ადამიანი იმ დღეების განმავლობაში,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები