0 1 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

არასწორი იყო, წუთიერ აღელვებას მოჰყვა და დაწყნარდება ყველაფერი - სოზარ სუბარი

უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა დმანისში განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

“გუშინ ყოფით ნიადაგზე იყო კონფლიქტი, რომელსაც ძალიან ცუდი ესკალაცია მოჰყვა. ამ ესკალაციაში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. ვხვდებით ყველა მხარეს, სიტუაცია დამშვიდებულია, კიდევ უფრო დამშვიდდება. წუხანდელ ინციდენტთან დაკავშირებით ყველა ადამიანი დაკითხული, გამოკითხულია. მთელი ინფორმაცია მოგროვდა, იგივე ვითარებაა დღევანდელთან დაკავშირებით, ინფორმაციის მოპოვება ხდება და ყველა გამოიკითხება.

დაპირისპირებული მხარე არ არსებობს, ყველა ერთნი ვართ, ადამიანებთან მიდის მუშაობა. საღამოსთვის ყველაფერი იქნება დალაგებული. შეხვედრებს ვაგრძელებთ.

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ის, რაც მოხდა, არასწორი იყო და გაუგებრობა. წუთიერ აღელვებას მოჰყვა და დაწყნარდება ყველაფერი “, - აღნიშნავს სუბარი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები