0 4 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ მართლმსაჯულების რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა იმართება

პარლამენტში მართლმსაჯულების რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა იმართება. შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ სასამართლო რეფორმის საკითხებზე საპარლამენტო ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ერთად მსჯელობენ.

„ჩვენ ვრჩებით ერთგული შეთანხმების, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები. ამიტომ ვიკრიბებით, რომ დროულად დავიწყოთ ამ საკითხის განხილვა კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად. რა თქმა უნდა, მიშელის დოკუმენტით ნაკისრი მოვალეობები შესრულდება სრულფასოვნად. დღეს არის პირველი საორგანიზაციო ხასიათის შეხვედრა, სადაც ჩვენ პოზიციებს გავცვლით. ვიმსჯელებთ მიშელის დოკუმენტში სასამართლო რეფორმის საკითხებზე,"-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

შეხვედრას პარლამენტში პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც ესწრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები