1 6 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი აბდულა ისმაილოვი რუსეთში, პოლიციელის მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შემზარავ ფაქტს ეხმაურება და გმობს მომხდარს

 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი აბდულა ისმაილოვი  რუსეთში, პოლიციელის მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქის, 19 წლის ახალგაზრდას მკვლელობის შემზარავ ფაქტს ეხმაურება და გმობს მომხდარს. ისმაილოვი მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა მოუწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს ზემოხსენებულ ფაქტს და მიიღოს ქმედითი ზომები.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ახალგაზრდა რუსეთში, პოლიციის ტყვიას მისი დაკავებისას ემსხვერპლა. მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ მოკლულ ახალგაზრდასა და მის თანხმლებ პირს პოლიციელები ძალის გამოყენებით აკავებენ. ოჯახი მომხდარის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს, ვინაიდან, ცნობილი ხდება, რომ ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

19 წლის ვაკილ აბდულაევი დმანისში, სამი დღის წინ დაკრძალეს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები