1 6 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პარტიების დაფინანსება - პარლამენტში კიდევ ერთ სადაო კანონპროექტს განიხილავენ

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონი იქნება პრევენციული ფაქტორი, რომ 2022 წლის მერე არავინ იმოქმედოს დემოკრატიის საწინააღმდეგოდ,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტის მიზნობრივი დანიშნულება, რომ საბოტაჟი არ უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლეგიტიმურია.

"ჩვენ მივიღეთ რეკომენდაციები ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიისგან და იყო მოწოდება, რომ მოგვეხდინა ამ საკითხის რევიზია, ჩვენ გადავხედეთ ამ საკითხს და იმის ნაცვლად, რომ ამოქმედდეს გამიქვეყნებისთანავე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამოქმედდეს 2022 წლის პირველი თებერვლიდან, რათა არ იყოს აღქმა, რომ ეს კეთდება პოლიტიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, არამედ იყოს სწორება იმაზე, რომ ეს არის დემოკრატიის შესაბამისი, სწორი და საქართველოში არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ იმოქმედოს დემოკრატიის საწინააღმდეგოდ. ამიტომ რომ არ გაჩნდეს არანაირი სპეკულაციის საფუძველი, 2022 წლიდან ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება არჩევანის თავისუფლება, ვინც შემოსულია მათ სადარდებელი არაფერი აქვს, მაგრამ ის პოლიტიკური ჯგუფები, ვინც მიდიან დემოკრატიის საწინააღმდეგოდ, იქნება ბერკეტები, რომელიც უზრუნველყოფს პრევენციული ღონისძიებების გატარებას და ეს იქნება პრევენციული ფაქტორი, რომ 2022 წლის მერე არავინ იმოქმედოს დემოკრატიის საწინააღმდეგოდ. როცა საკუთარ ხალხს, სახელმწიფოს და ინსტიტუტციებს უცხადებ საბოტაჟს, დემოკრატია ამას არქმევს სახელს, რომ ეს არის საბოტაჟი და მიზნობრივი დანიშნულება რომ საბოტაჟი არ უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის ლეგიტიმური,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები