1 2 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„gadafarva.ge“ ირაკლი ღარიბაშვილზე ახალი გამოძიება ხვალ საღამოს რვაზე – რას აანონსებს ნოდარ მელაძე

ცოტა ხნის წინ პროკურატურამ „ტვ პირველის“ ეთერში 6 მარტს გასული ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ „ექსპერტიზის მიხედვით, ჩანაწერი მოდელირებულია და აბსოლუტურად ყველა მათგანს მონტაჟის კვალი აღენიშნება“.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში საკუთარი გადაცემის ახალ ანონსს ავრცელებს და წერს, რომ შაბათს 8 საათზე „ტვ პირველის“ ეთერში მაყურებელს ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ახალი საგამოძიებო მასალის ნახვა შეეძლება.

„gadafarva.ge ირაკლი ღარიბაშვილზე ახალი გამოძიება ხვალ საღამოს რვაზე“, – წერს ნოდარ მელაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები