2 0 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ჩვენს უკან დგას სიმართლე, არ ვაპირებ წასვლას – თამარ ჟვანია

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე , თამარ ჟვანია აცხაედებს, რომ მათ აქვთ არგუმენტები და მათ უკან დგას სიმართლე.

რაც შეეხება გადადგომას ჟვანია აცხადებს, რომ არსად არ აპირებს წასვლას:

“..არცერთი პოლიტიკური პარტიის ან მისი წარმომადგენლის გადასაწყვეტი არ არის დამოუკიდებელი საარჩევნო ორგანოს წევრი თუ ხელმძღვანელი გადადგება თუ არა. იყო გარკვეულად ხარვეზიანი არჩევნები, მათი მასშტაბები გარკვეული პროცენტით იქნა უფრო მეტი, ვიდრე წინა არჩევნებზე. თუმცა, ეს არ იყო გაყალბებული არჩევნები.

როგორც ხედავთ, მე ვარ აქ. ჯერჯერობით ახლა მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, მათ შორის კომპოზიციის ნაწილშიშევხედავთ კანონმდებლობის ცვლილებებს. მე არსად არ წავსულვარ, არ ვაპირებ წასვლას და კანონმდებლობიდან გამომდინარე, იქნება შესაბამისი გადაწყვეტა, – ამბობს თამარ ჟვანია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები