1 9 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

შეიძლება ჩვენც მოვმკვდარიყავით – ფალავანდიშვილი 5 ივლისზე

ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი, გურამ ფალავდანიშვილი ამბობს, რომ 5 ივლისის მედიის მხრიდან “ტერორი” მიმდინარეობს, რის გამოც, შესაძლოა, მოძალადეებიც გარდაცვლილიყვნენ.

“გამოვთქვამ წუხილს, რომ არ აკავებენ ძალადობის ინიციატორს – თბილისი პრაიდს და მედიატერორისტებს, ტელევიზიებს. არ მაქვს მოლოდინი [რომ დამაკავებენ], უნდა დაგაკავონ თქვენ, ტერორისტები. იყო ტერორი თქვენი მხრიდან და შეიძლება ჩვენც მოვმკვდარიყავით და ყველა მომკვდარიყო”,– ამბობს ფალავანდიშვილი.

დღეს მის სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, რის შემდეგაც ის შვილთან ერთად განყოფილებაში გადაიყვანა. პოლიციაში იმყოფება ალტ–ინფოს წამყვანი ზურა მახარაძეც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები