2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ქრთამის აღების ბრალდებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 3 თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამი თანამშრომელი დააკავა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულებს ქრთამის აღება ედებათ ბრალად. გამოძიებით დგინდება, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ორ თანამშრომელთან ერთად, შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და როგორც თავად, ასევე, ხსენებული პირების მეშვეობით, სისტემატურად შედიოდა კორუფციულ გარიგებაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე და გამარჯვებულ კომპანიებთან.

“შემუშავებული გეგმის შესაბამისად, აღნიშნული პირები წინასწარ აცნობდნენ სატენდერო პირობებს მათთან დაახლოებულ პირებს, რითაც უზრუნველყოფდნენ შესაბამისი კომპანიების ტენდერში გამარჯვებას. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს არ აფიქსირებდნენ კომპანიების მიერ დაშვებულ დარღვევებს და ფირმებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების სრულად ჩარიცხვას უზრუნველყოფდნენ. სანაცვლოდ მათგან იღებდნენ თანხას პროექტის ღირებულის 2%-ის ოდენობით. გარდა ამისა, ხსენებული პირები ახლობლებს მაღალანაზღაურებად პოზიციებზე ასაქმებდნენ მათ მიერვე ლობირებულ კომპანიებში, საიდანაც თვითონაც იღებდნენ მატერიალურ სარგებელს”, — ნათქვამია ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები