1 7 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე და პროფესიონალი წევრები ისევ ვერ აირჩია

პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე და პროფესიონალი წევრები ვერც 90-ხმიანი კვორუმით აირჩია.

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები 3/5-იანი კვორუმით ჩატარებულ, რიგით მესამე კენჭისყრაზეც ჩავარდა.

ამასთან, კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე, ცნობილია, ვის აირჩევს მმართველი გუნდი სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ესენი არიან: - გიორგი კალანდარიშვილი, გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე.

დღევანდელი კენჭისყრის შედგები კი ასეთია:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურები:

გიორგი კალანდარიშვილი 81- მომხრე, 7 - წინააღმდეგი;

გიორგი სანტურიანი 3 - მომხრე, 8 - წინააღმდეგი;

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის პირველ ვაკანტურ პოსტზე ასარჩევი კანდიდატები:

გია ცაცაშვილი 77 - მომხრე, 7 - წინააღმდეგი;

ლელა ტარიული 17 - მომხრე, არცერთი წინააღმდეგი;

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრიბის მეორე ვაკანტურ პოსტზე ასარჩევი კანდიდატები:

თამარ სართანია 14 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

მაია ზარიძე 78 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

მომდევნო კვირას აღნიშნულ კანდიდატურებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრება კენჭი.

76-ხმიანი კვორუმით არჩევის გამო, მათი უფლებამოსილების ვადა 6 თვე იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები