0 5 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ლელო“ – თუ საჭირო იქნება, არ გამოვრიცხავთ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც

„ქართულმა ოცნებამ" ძალიან კარგად იცის მისი რეიტინგი, სწორედ ამიტომ გამოვიდა ამ 19 აპრილის ხელშეკრულებიდან, რადგან იციან ამ არჩევნებში ისინი 43%-ს ვერ დააგროვებდნენ - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

„ლელო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტსაც არ გამორიცხავს.

„ეს არის დესტაბილიზაციის მცდელობა საქართველოში, ეს არის ჩვები საზოგადოების რადიკალიზმისკენ მიმართვა და აქვე მინდა გითხრათ, რომ "ლელო" გაააკეთებს ყველაფერს, რომ რადიკალიზაციას არ მისცეს ამ ქვეყანაში გასაქანი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, „ქართულმა ოცნებამ" ძალიან კარგად იცის მისი რეიტინგი, სწორედ ამიტომ გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან, რადგან იციან ისინი 43%-ს ვერ დააგროვებდნენ ამ არჩევნებში. აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ საზოგადოებას და ჩვენს ოპოზიციურ პარტნიორებს, დავიწყოთ სასწრაფოდ კონსულტაციები. ჩვენ უკვე გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.

გვინდა გითხრათ, რომ ამ ყოვლად უპასუხისმგებლო დესტრუქციულ განცხადებას, რომელიც "ოცნებამ" გააკეთა, არ მივცემთ საშუალებას, რომ გატარდეს ცხოვრებაში და კიდევ ერთხელ, ჩვენ ოპოზიციურ პარტნიორებთან ერთად ძალიან წყნარად, მშვიდ ვითარებაში მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ. ეს ნაბიჯები იქნება იქითკენ მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილიზაცია და თუ საჭირო იქნება, არ გამოვრიცხავთ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც. იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ტყუილის ტირაჟირება, ხელშეკრულების და სიტყვის უპატივცემულობა, დამთავრდეს ე.წ გადაგდებების სერია, რომელიც უკვე წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას მიაქანებს რუსეთის იმპერიისკენ.

ჩვენ შარლ მიშელის ხელშეკრულებით გვაქვს არჩევანი, რომ ქვეყანა განვითარდება ევროპული, ვექტორული მიმართულებით და დაიწყება ქვეყანაში სრული წინსვლა, რეფორმები და აღმავლობა. დღეს "ქართულმა ოცნებამ" დაადასტურა, ამ ხელშეკრულებიდან გასვლით, რომ მათ აირჩიეს რუსეთის გზა“, - განაცხადეს „ლელოს“ ლიდერებმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები