29 აპრილს ვიკრიბებდით ვისაც გამჭვირვალობის არ ეშინ...
“ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში 29 აპრილს "ოცნების" მიერ დაანონსებულ კონტრაქციას ეხმაურება. "ორშაბათს, 29 აპრილს, პარლამენტის წინ. ვიკრიბ...
|
პარტია ქართული ოცნების დირექტივით, უზენაესი სასამართლოს „ტროიკის“ მიერ ტვ ფორმულას დამფუძნებლის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, შეიძლება ითქვას რომ ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში ერთერთი ყველაზე პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა, რომელიც პრემიერ ღარიბაშვილისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარე კობახიძის ღია მითითების შემდეგ გააქტიურდა.
ერთერთი ყველაზე პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი, „ტროიკის“ იმ წევრთაგან, რომელმაც დავით კეზერაშვილს ღარიბაშვილ-კობახიძის ბრძანებით 5 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა, მერაბ გაბინაშვილია. ის, ქართული სასამართლოს „ბნელი ხელის“ - ჩინჩალაძის კადრი და კონიუნქტურას დაქვემდებარებული სისტემის ნაწილია.
უსამართლო სასამართლო
მერაბ გაბინაშვილი სასამართლო სისტემაში არსებული მოსამართლეთა გავლენიანი და პროსახელისუფლებო ჯგუფის ერთ-ერთ წევრად მოიაზრება.
იგი 2006-2007 წლებში, გორში, მიხეილ ჩინჩალაძის პროკურორობის დროს, რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო და ჯერ კიდევ იმ დროიდან ასრულებდა უსიტყვოდ, მის სურვილებს...
გაბინაშვილი ფიგურირებდა შალვა რამიშვილის მიერ გასაჯაროვებულ ვაიბერ მიმოწერაშიც. ამ მიმოწერაში, შალვა რამიშვილი და ტელეკომპანია იმედის მაშინდელი გენერალური დირექტორი 18 დეკემბრის გადაცემა „პოლიტიკა”-ს გეგმავდნენ.
მიმოწერიდან ირკვეოდა, რომ ტელეარხის გენერალური დირექტორი ჟურნალისტს, გადაცემაში, მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკრეტული წევრების მიწვევას ავალებდა. ესენი იყვნენ: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი ტყავაძე.
სტუმრების მოწვევის მიზანი ლევან მურუსიძისათვის „კრიტიკული კითხვების დასმა იყო“, თუმცა გადაცემიდან აშკარად იკვეთებოდა, რომ მოსამართლეთა მთავარი მიზანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მხარდაჭერა გახლდათ.
გადაცემაში მონაწილე მოსამართლეებს არცერთი კრიტიკული კითხვა არ დაუსვამთ და არც ერთი პრობლემური საკითხი არ წამოუჭრიათ. უფრო მეტიც, ისინი შეგნებულად ახდენდნენ რეალობის დამალვასა და საზოგადოებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნას.
გახმაურებული საქმეები
სისტემის მორჩილმა გაბინაშვილმა, 2019 წელს განიხილა დეპუტატ ნიკა მელიასთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული აღკვეთის ღონისძიების სახეების კანონიერება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დეპუტატს გირაოსთან ერთად დამატებითი შეზღუდვები დაუწესა, მათ შორის: ელექტრონული სამაჯურის ტარება დასაზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების არგაკეთება.
განჩინება გასაჩივრდა. დაცვის მხარე დეპუტატისთვის საჯარო განცხადებების შეზღუდვას არაკონსტიუტციურად მიიჩნევდა, თუმცა მოსამართლის მიერ ეს პოზიცია იგნორირებული იქნა.
ცენზორი, როგორც ასეთი...
გაბინაშვილი, აქტიურად უჭერდა მხარს ევაგოცირიძის ინიციატივას, რომელიც მოსამართლეთა მიმართ „კრიტიკის ზღვარის დაწესებას” გულისხმობდა.
ეს ინიციატივა უარყოფითად შეაფასეს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციური პარტიების ცალკეულმა წარმომადგენლებმა, ადვოკატთაა სოციაციის წევრებმა და ეთიკის ქარტიამ. ქარტიამ, ამ ინიციატივას „ცენზურა” უწოდა...
გაბინაშვილის პარტიული კავშირები
სისტემის მორჩილი მოსამართლე, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ახლობელია.
ხოლო თუ მის ლოიალობას გავითვალისწინებთ მმართველი პარტიის მიმართ, ეს ფაქტი, შესაძლოა, პირდაპირი მტკიცებულება იყოს იმისა, თუ რას დაეყრდნო გაბინაშვილი კრიტიკული მედიის დამფუძნებლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამოტანისას: კანონს თუ კობახიძეს.
P.S: შეგახსენებთ რომ დავით კეზერაშვილს პროკურატურა საწვრთნელ პროექტში თანხის გაფლანგვას ედავებოდა. თუმცა, მას ბრალიქართული ოცნების სასამართლომაც კი ვერ დაუმტკიცა. მეტიც, ის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა გაამართლეს.
წლების შემდეგ კი, საქმე უზენაესმა სასამართლომ მას შემდეგ გააცოცხლა, რაც პრემიერი ღარიბაშვილი და მოსამართლე გაბინაშვილის ახლობელი კობახიძე დავით კეზერაშვილს საჯაროდ დაემუქრნენ კრიტიკული მედიის, ტელეკომპანია ფორმულას დაფუძნების გამო.
“ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში 29 აპრილს "ოცნების" მიერ დაანონსებულ კონტრაქციას ეხმაურება. "ორშაბათს, 29 აპრილს, პარლამენტის წინ. ვიკრიბ...
“ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ეს მოხდა, გამოძიება დაწყებულია. მე არ მინდა შეფასებები გავაკეთო, ან ეს იყო, ასე მოუვიდა, ისე მოუვიდა, იმან გადაამეტა, ამან გ...
“ოცნების” პარლამენტმა ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტი მიიღო.კანონპროექტი ხელმოწერისთვის პრეზიდენტს გადაეგზავნება. იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი მას ვეტოს დაადებს და “...
“ძვირფასო კობახიძე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ გერმანიის ელჩმა კანცლერის სწორი ციტირება გააკეთა. მინდა დაგამშვიდოთ, რომ ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება “უცხოელი აგენ...
“დღეს მიღებული ოფშორების კანონი, რუსულ კანონთან კომბინაციაში, პირდაპირი გზაა ცივილიზაციურ ჯოჯოხეთში. ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ. არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება, გამო...
"ხომ ვთქვი მე გავაკეთებ გასაკეთებელს, უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით, ეს კანონი ტ*აკში უნდა გავუკეთოთ, ბოდიში ყველასთან.. ან ქართველები ვართ ან მონები ვართ, არ ვართ მოენები! რა მ...
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ელისაშვილმა მდინარაძეს, რომელიც დეპუტატ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები