0 1 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სამწუხაროდ, პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, თუმცა ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის - კალაძე

სამწუხაროდ, პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, თუმცა ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. დედაქალაქის მოქმედი მერის თქმით, არჩევნების მეორე ტური ტრაგედია არ არის.

„განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც პროცესებში პირველივე დღიდან იყო ჩართული და მაქსიმალურად მხარს გვიჭერდა და ჰქონდა სურვილი, რომ მიგვეღწია წარმატებისთვის. სამწუხაროდ, პირველ ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, თუმცა ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის. წინ გველოდება მეორე ტური, ასე რომ, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ამ ადამიანს“, - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები