2 3 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა დავით გარეჯის საქმეზე გამოიკითხოს

მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, დავით გარეჯის საქმეზე გამოიკითხოს. საქმე ეხება ცალკე წარმოებად გამოყოფილ გამოძიებას, რომელიც დავალებების გამცემი ზემდგომი პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს.

"მთავარი აქცენტი ამ გამოძიების არის ის, რომ დავალების გამცემი პირის მიმართულებით ხორციელდება აქტიური მოქმედებები. სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე, რომ აბსოლუტურად ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, ყველა პირი გამოიკითხება, ვისაც შემხებლობა აქვს ამ საქმესთან და ეს შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილი,"- აცხადებს პროკურორი მიხეილ სადრაძე.

ბრალდებულ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას პროკურატურა საზღვრების დელიმიტაციის პროცესში საქართველოს ინტერესების საზიანო მოქმედებაში ადანაშაულებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები