0 4 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ასეთ რთულ მდგომარეობაში ადამიანობა შეინარჩუნა”-მიხეილ სააკაშვილი ეკატერინე ტიკარაძეზე

მიუხედავად ყველაფრისა, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ასეთ რთულ მდგომარეობაში ადამიანობა შეინარჩუნა” – საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მადლობას უხდის და მის გადადგომას ეხმაურება. 

ივანიშვილმა ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია, მაგრამ არ აპატია ჩემს საკითხზე ობიექტური სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა.

არ აპატია, რომ უარი თქვა რატის როლი მოერგო და ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ის ტყუილები ელაპარაკა, რასაც მთავრობა სთხოვდა. არ აპატია, რომ ბოლოს ჩემი კლინიკაში გადაყვანის მსურველებსაც შეუერთდა.

კოვიდ-პასპორტები ბოლო წვეთი იყო. ეს ყველაფერი კარგად აჩვენებს, როგორ არ ადარდებს ამ მთავრობას ადამიანების სიცოცხლე.

მიუხედავად ყველაფრისა, მინდა, ქალბატონ ტიკარაძეს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ასეთ რთულ მდგომარეობასა და სიტუაციაში ადამიანობა შეინარჩუნა!, – წერს მიხეილ სააკაშვილი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები