1 7 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,გაუსაძლისი ყოფით გამოწვეულ თვითმკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად პრემიერსა და ქართულ ოცნებას”- გიორგი კაპანაძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კაპანაძე სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილის თვითმკვლელობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

" გაუსაძლისი ყოფით გამოწვეულ თვითმკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად პრემიერსა და ქართულ ოცნებას. 

52 წლის ადამიანმა თავი მოიკლა იმიტომ რომ სხვები მაინც გადაერჩინა - დევნილები, რომლებსაც წლებია ატყუებენ და ხელისუფლება მეორეხარისხოვან მოქალაქეებად მიიჩნევს. 

სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ამ ტრაგედიის გამო, რომელსაც ოცნების დამპალი რეჟიმისა და კორუმპირებული ჩინოვნიკების პირობებში, დასასრული არ უჩანს."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები