1 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის სარჩელი დასაშვებად ცნო – საქმე განხილვის არსებით ეტაპზე გადადის

ევროსასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ  სააკაშვილის სარჩელს წარმოებაში მიიღო. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოში საქმე სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ, განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. ამის შესახებ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“რაც შეეხება საქმეს სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ის გადადის განხილვის არსებით ეტაპზე. საქართველოს არგუმენტები ძალიან მყარია ამ საქმეში და ბუნებრივია, ჩვენ საბოლოო კომენტარების გაკეთება შეგვეძლება მას შემდეგ, რაც საქმეზე დასრულდება არსებითი განხილვა. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას და შემდგომში მის გამოქვეყნებას, ბუნებრივია, ამის შესახებ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, აქ არ არის წინასწარ მკაცრად გაწერილი ვადები, გადაწყვეტილებას ამაზე მიიღებს სასამართლო და მას შემდეგ, რაც საქმეზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, შემდგომში ჩვენ გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით კომენტარს”, – თქვა რატი ბრეგაძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები