ხულოში ბაბუა და სამი წლის შვილიშვილი ტრაქტორით ხევში გადავარდნენ

უბედური შემთხვევა ხულოს სოფელ ბეღლეთში - "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ბაბუა და სამი წლის შვილიშვილი ტრაქტორით ხევში გადავარდნენ. ინფორმაციას მედიას მერის წარმომადგენელი, გურამ კახაძე უდასტურებს.
დაშავებულები ამ დროისთვის ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
კომენტარები