1 2 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ვთვლი, რომ ჩემი ძალიან მცირე წვლილი ამ არხის განვითარების ისტორიაში ჩემი შრომით მეც შევიტანე“ – ვასილ დაბრუნდაშვილმა TV პირველი დატოვა

ვასილ დაბრუნდაშვილმა „ტვ პირველი“ დატოვა – ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს და კოლეგებს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის:

„მადლობით დავიწყებ იმ ადამიანების მიმართ ვისთან ერთადაც TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი-ზე ორ წელი ჩემი საქმე ვაკეთე. მადლობა, ჟურნალისტების ძალიან მაგარ თაობას, სტუდიის ოპერატორებს, რეჟისორებს, ტექნიკურ პერსონალს. ვთვლი, რომ ჩემი ძალიან მცირე წვლილი ამ არხის განვითარების ისტორიაში ჩემი შრომით მეც შევიტანე.

პერსონალურ მადლობას ვეტყვი ჩემს მეწყვილეს, მართლა ცალკე სიამოვნებაა იყო შენთან ერთად საქმის კეთება. Eko Magradze მადლობა არხის მენეჯმენტს და რა თქმა უნდა მადლობა, საინფორმაციო სამსახურის უფროსს, თანამშრომლობისთვის და ბევრ სიტუაციაში ურთიერთანადგომოსთვის. ამ არხს, მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას, მეტ საინტერესო პროექტს, ბევრ მაყურებელს და მაღალ რეიტინგს.“– წერს ჟურნალისტი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები