1 0 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

Москвич-ის მარკის მანქანების წარმოებას განვაახლებთ – მოსკოვის მერი

მოსკოვის მერი სერგეი სობონიანი აცხადებს, რომ უცხოელმა მფლობელმა მოსკოვში რენოს ქარხნის დახურვა გადაწყვიტა, რის შემდეგაც მან ქარხანა ქალაქის ბალანსზე გადაიტანა და ახლა სურს “ისტორიული Москвич-ის მარკის მანქანების წარმოება განაახლოს”.

მისი თქმით, ხელისუფლება ეცდება, ქარხნის თანამშრომელთა უმეტესობამ სამსახური შეინარჩუნოს.

სობონიანის ცნობით, მოსკვიჩის მთავარი ტექნოლოგიური პარტნიორი КАМАЗ გახდება.

“პირველ ეტაპზე გაკეთდება კლასიკური მანქანები შიდა წვის ძრავით, ხოლო სამომავლოდ ელექტრომობილების წარმოება დაიწყება. 2022 წელს ჩვენ გავხსნით ახალ გვერდს მოსკვიჩის ისტორიაში”,– წერს მოსკოვის მერი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები