0 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"მე ვუყვიროდი, მოიჭერი ყური და გადაყლაპე, შენი დედა.... ვხედავდი, ყური როგორ მოიჭრა და როგორ გადაყლაპა," - შსს-მ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავა

შსს-მ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერები გაასაჯაროვა, სადაც, უწყების ინფორმაციით, "ქურდული სამყაროს" წევრების საუბარი ისმის. ბრალდებულები სხვადასხვა პირისგან თანხას ითხოვენ, ასევე, ერთ-ერთი მათგანი ჰყვება არაადამიანური მოპყრობის შესახებაც. 

"მე ვუყვიროდი, მოიჭერი ყური და გადაყლაპე, შენი დედა.... ვხედავდი, ყური როგორ მოიჭრა და როგორ გადაყლაპა," - ამბობს ჩანაწერში მ.გ., რომელსაც, შსს-ს ინფორმაციით, ბრალი „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, აგრეთვე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის წარედგინა. 

სამართალდამცველებმა თბილისში, აჭარაში, იმერეთში და სამეგრელოში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

შსს-ს ინფორმაციით, დადგინდა, რომ დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერი, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ "ქურდული სამყაროს" წარმომადგენლებს უკავშირდებოდნენ.

ბრალდებულები "ქურდულ გარჩევებს" აწყობდნენ, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ. ბრალდებულები ე.წ. გარჩევებზე მოდავე მხარეების პოზიციებს ისმენდნენ, შემდეგ კი გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთი მოდავე მხარის და თავის სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული  თანხის გადახდას აკისრებდნენ, ვადის გასვლის შემდეგ კი საჯარიმო გადასახადს სთხოვდნენ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები