1 4 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც დიდი ალბათობით მივიღე გლდანში, როგორც მივხვდი, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას..კუნთები შეიძლება მალე ჩაიკეტოს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ვინაიდან ძალიან ბევრი სპეკულირებს ჩემი ჯანმრთელობის ირგვლივ, გადავწყვიტე პირადად ღიად ვისაუბრო ამაზე, თუ რას ვგრძნობ. MRT-ით ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც დიდი ალბათობით მივიღე გლდანში, ძალის გამოყენებით გადაყვანისას, ეს ტრავმა, როგორც მივხვდი, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. დღესდღეისობით მაქვს ზურგის არეში ძლიერი ტკივილები და დღეში ზოგჯერ რამდენჯერმე ტკივილგამაყუჩებელ ნემსს მიკეთებენ. მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა, ორივე ხელში და სულ უფრო ძნელად, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, განსაკუთრებით მარცხენა ხელს, მაქვს მუდმივი ძლიერი ტკივილი ქვედა კიდურებში. ნეიროქირურგმა, რომელმაც გამსინჯა გამოთქვა ვარაუდი, რომ კუნთები შეიძლება მალე ჩაიკეტოს და შემდეგ იმის აღდგენა შეუძლებელი იქნება, მე არ ვიცი ეს რას ნიშნავს ზუსტად, მაგრამ ის რაც ვიცი ნამდვილად ასეა, რომ სულ უფრო მიჭირს გადადგილება და ძირითადად წოლის რეჟიმში ვიმყოფები. MRT-ით ასევე თავის ტვინშიც დადგინდა გარკვეული ცვლილებები, რის შესახებაც მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ამ ყველაფერს ემატება რამდენიმე ათეული დღის განმავლობაში საკვების სრული მიუღებლობა. საქმე იმაშია, რომ მხოლოდ მოწოდებებით, რომ არ ვიწვე და ვიკვებო, საქმე არ სწორდება, თორემ ვინც მიცნობთ ყველამ კარგად იცით, რომ ვერტიკალური მდგომარეობა არ მახასიათებს და არც უმადობას ვუჩიოდი ოდესმე. საჭიროა პოლიტიკისგან სრულად დაცლილი მკურნალობა, რისი მიღებაც საქართველოში ამ ეტაპზე შეუძლებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები