1 6 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თამარა თუმანოვა-ჰოლივუდის ქართველი ვარკვლავი

ჩამოტვირთვა

შერლოკ ჰოლმსის პირადი ცხოვრება, დიდების დღეები, განადგურებული ფარდა, საცეკვაოდ მიწვევა, ესპანური ფიესტა, ეს ჰოლივუდური ფილმების ის მოკლე ჩამონათვალია, რომლებმაც ქართველ ბალერინასა და მსახიობს თამარა თუმანოვას, იგივე თამარ თუმანიშვილის, დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა. მეოცე საუკუნის ჰოლივუდის ქართველი ვარსკვლავი კინოეკრანებზე 40-იან წლებში გამოჩნდა და 30 წლის განმავლობაში არაერთი კინოგმირი განასახიერა. თამარ თუმანიშვილი სხვადასხვა დროს პარტნიორობას უწევდა ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც იყვნენ გრეგორი პეკი, პოლ ნიუმენი და ჯინ კელი. თამარა თუმანოვა 1919 წელს ციმბირიდან შანხაისკენ მიმავალ მატარებელში დაიბადა. 2 წლის თამარი დედამ, ევგენია თუმანიშვილმა, ჩინეთიდან ჯერ ეგვიპტეში, შემდეგ კი პარიზში გადაიყვანა, სადაც თამარი პატარა ასაკშივე დაეუფლა ბალეტს და 10 წლისა უკვე დიდ სცენაზე ცეკვავდა. მშვენიერი გოგონა მალევე შენიშნა ქართული წარმოშობის ქორეოგრაფმა ჯორჯ ბალანჩინმა, რომელიც თამარს კარიერულ წინსვლაში დაეხმარა. 1939 წელს 20 წლის ქართველი ბალერინა პარიზიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც გვარი შეიცვალა და ამერიკელი მაყურებლის წინაშე თამარა თუმანოვას სახელით წარსდგა. ბროდვეის დაპყრობის შემდეგ, მიუზიკლებიდან კინოში გადაინაცვლა და თავისი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის სტატუსიც დამსახურებულად მიიღო. კარიერისგან განსხვავებით წარმატებული არ ყოფილა ქართველი ვარსკვლავის პირადი ცხოვრება, უიღბლო აღმოჩნდა მისი ქორწინება ამერიკელ პროდიუსერთან და სცენარისტთან კეისი რობინსონთან. ჰოლივუდის ქართველი ვარსკვლავი 1996 წელს 77 წლის ასაკში ბევერლი ჰილზზე გარდაიცვალა და ლოს ანჟელესის სასაფლაოზე დედის, ევგენია თუმანიშვილის, გვერდით დაკრძალეს. ანდერძის თანახმად, მისი ქონება ქველმოქმედებას მოხმარდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები