0 3 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ანეკდოტები, პათეტიკა და პოეზიის 5 წუთი - ანუ „ოცნება“ გურულად

ჩამოტვირთვა

ანეკდოტები, პათეტიკა და ბერას პატრიოტიზმი. ივანიშვილის ოზურგეთულმა ვოიაჟმა ტყვიაგაუმტარი მინით აღჭურვილ ტრიბუნასა და ქანდარებით გარშემორტყმული სცენის ირგვლივ ჩაიარა. მართალია, ოლიგარქი მედიის მითიურ განთავისუფლებაზე საუბრობს, თუმცა თავად ჟურნალისტებთან ურთიერთობას გაურბის. მიტინგი ქართული სიმღერებით გაიხსნა. ფონოგრამამ არ დააყოვნა და „შენ გიმღერი ჩემო თბილის ქალაქო„ დასჭექა, თუმცა მუსიკა მალევე გამორთეს. როგორც ჩანს, ერთ-ერთი მეოცნებე დროულად მიხვდა, რომ ოზურგეთში იყვნენ და არა „თბილის ქალაქში“. აქცია ივანიშვილმა გურულებისადმი მიმართვით გახსნა. შემდეგ იყო ანეკდოტები, ლირიკული გადახვევები და პოეტური ფრაზების ზღვა - ეს ყველაფერი, რაღა თქმა უნდა, პათეტიკით გაჯერებული. ივანიშვილის გამოსვლის მეორე ნაწილი საქართველოში დასანგრევი შენობების ჩამონათვალს მიეძღვნა. მშვიდობის ხიდსა და პარლამენტს უკვე ლაზიკა და ანაკლია შეემატა. ოლიგარქს ვერ წარმოუდგენია, რომ ლაზიკა ოდესმე რეალობად იქცევა, უფრო მეტიც, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ დასანგრევი კიდევ ბევრია! აქციაზე არ იმყოფებოდნენ რესპუბლიკელები. გავრცელებული ინფორმაციით, განხეთქილების მიზეზი დავით ბერძენიშვილის მიერ, ფორუმზე მაჟორიტარების სიის თვითნებური დასახელება გახდა, რამაც კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. თუმცა მეოცნებეები მედიასთან სხვა რამეს ამტკიცებდნენ. მაშინ როდესაც, ივანიშვილი გურულების გულის მოგებას პათეტიკური შეძახილებითა და კარგად გაცვეთილი ანეკდოტებით ცდილობდა, რამდენიმე ოცნებაახდენილი დიდი მონდომებით ცდილობდა ჟურნალისტებისათვის ხელი შეეშალა და მათი მუშაობა ფირზე აღებეჭდა. აქციაზე მისული მხარდამჭერების უმრავლესობა სხვა ქალაქებიდან იყო ჩამოსული. ოზურგეთში შეკრებილებმა აქციაზე მისვლის მიზეზს ვერ არკვევდნენ. იცოდნენ მხოლოდ ის, რომ მოედანზე ბიძინას შესახვედრად მიდიოდნენ. კონკრეტულ პოლიტიკურ გეგმასა და გზავნილს მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. და ბოლოს, ქანდარებითა და ტყვიაგაუმტარი შუშით აღჭურვილ სცენაზე, ბიძინა ივანიშვილმა დიჯეის როლიც მოირგო. პათეტიკური გამოსვლის დასრულების შემდეგ, აქცია ბერას რეპით დაგვიგვინდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები