1 7 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თვალთმაქცური გარიგების მორიგი მცდელობა ქართულ ოცნებაში

ჩამოტვირთვა

სამართალდამცავებმა "კონსერვატიული პარტიის" აღმასრულებელი მდივანი და კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი მერაბ კაჭახიძე დააკავეს. ასევე ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით, დაკავებულნი არიან, "ეროვნული ფორუმის" გლდანის რაიონული ორგანიზაციის წევრები: თეიმურაზ შეყლაშვილი და ტარიელ ქარდავა. კადრები, რომელსაც თქვენ ახლა ვიდეომასალაში ხედავთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა. ოპერატიულ მასალაში კარგად ჩანს, კანონის მოთხოვნის გვერდის ავლით, როგორ ცდილობენ ქართული ოცნების წევრები კოალიციის ხელთ არსებული ფულის, ათეულობით ფიზიკურ პირზე გადანაწილებას, იმ მოთხოვნით, რომ თითოეული მათგანი საკუთარი სახელით პარტიისთვის შემოწირულობას განახორციელებს. ვიდეომასალაში აგრეთვე ნათლად ჩანს, როგორ გადასცა "ქართულ ოცნებაში" შემავალი კონსერვატიული პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მერაბ კაჭახიძემ, მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ნაღდი ფულის სახით 7000 ლარი, რომელიც მისივე მითითებით, წინასწარ მოძებნილ 6 ფიზიკურ პირზე გადანაწილდა. წინასწარ შედგენილი სქემის შესაბამისად კი, აღნიშნულმა პირებმა თანხა თვალთმაქცური გარიგების გზით, ისევ კონსერვატიული პარტიის ანგარიშზე, საწევროს სახით გადარიცხეს. გამოძიებას ასევე გააჩნია მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ იგივე დანაშაულებრივი სქემა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალმა "ეროვნულმა ფორუმმაც’’ გამოიყენა. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, "ეროვნული ფორუმის" გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ შეყლაშვილმა და ამავე პარტიის აქტივისტმა ტარიელ ქარდავამ ნაღდი ფულის სახით ეროვნული ფორუმის ერთ-ერთ აქტივისტს 1750 ლარი გადასცეს, რომელიც ამ უკანასკნელმა "ეროვნული ფორუმის" ანგარიშზე, შემოწირულობის სახით, გადარიცხა. ამ დროისთვის, დაკავებულები თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან. მერაბ კაჭახიძეს, თეიმურაზ შეყლაშვილსა და ტარიელ ქარდავას, სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლით, კანონით დადგენილი შეზღუდვისათვის თავის არიდების მიზნით, ბრალს თვალთმაქცური გარიგების დადების მუხლით წაუყენებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები