0 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმი არ შესულა

ჩამოტვირთვა

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმი არ შესულა და დაწესებულებაში სიმშვიდეა , - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. "ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლის თაობაზე. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმი არ შესულა და დაწესებულებაში სიმშვიდეა",-ნათქვამია განცხადებაში. აპარატის ცნობით, ცალკეული მედიასაშუალებების მიერ მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ბევრი გადაუმოწმებელი და შემაშფოთებელი ინფორმაცია სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში დესტაბილიზაციის, გარდაცვლილი და ნაცემი პატიმრების შესახებ. სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს დაწესებულებების მონიტორინგს. მათივე ინფორმაციით, ამჟამად ყველა დაწესებულებაში მშვიდი ვითარებაა. სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არეულობა რომელიმე დაწესებულებაში და პირველ რიგში ზიანი მიაყენოს პატიმრების ინტერესებს. სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს საზოგადოებას კონკრეტული პატიმრის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, ან სხვა სახის უფლებადარღვევის თაობაზე, აპარატის ცხელ ხაზზე: 223 44 99, დაუკავშირდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები