1 1 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სურსათის ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება: "სელია“ კვლევის დამთავრებამდე არ გამოიყენოთ

  სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქაძე მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს, თუ მათ „ლაქტალისის“ მიერ წარმოებული, ექვს თვემდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი „სელიას“ ლაქტოზაგამოცლილი მშრალი ფორმულა ნაყიდი აქვთ და სახლში უდევთ, კვლევის დამთავრებამდე არ გამოიყენონ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„ეს არის თუნუქის ქილაში, პლასტმასის სახურავით, 400 და 900–გრამიანი შეფუთვები. ვაკონკრეტებ, რომ ეს რძე არ არის“, – განაცხადა მიქაძემ.

როგორც მან აღნიშნა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ევროკავშირის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების ცენტრიდან ინფორმაცია გუშინწინ შევიდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ 26 ბავშვის სალმონელა–აგუნათიავადობას ფრანგული კომპანია „ლაქტალისის“ მიერ წარმოებულ, ექვს თვემდე ასაკის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ მშრალ რძეს უკავშირებდნენ.

შეტყობინების მიღებისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება დაიწყო, რაც პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა–ამოღების პროცედურების დაწყებას ითვალისწინებს.

კომპანია „ლაქტალისის“ წარმომადგენლობას საქართველოში, „ლაქტალის ჯორჯიას“ შეტყობინების მიღებისთანავე შევატყობინეთ და მათ ბაზარზე პროდუქციის აკრძალვა–ამოღების პროცედურა მაშინვე დაიწყეს. ის პროდუქცია, რაც ცენტრალურ საწყობში ჰქონდათ, ყველაფერი დალუქულია და მიმდინარეობს იმის ამოღება, რაც ქსელში გაშვებული ჰქონდათ. ამოღების პროცედურა ერთი და ორი საათის ამბავი არ არის. ამას დრო სჭირდება“, – განაცხადა გიორგი მიქაძემ.

ფრანგული კომპანია Lactalis ბავშვთა კვების პროდუქციას პარტიებს უკან გაიტანს. ამის მიზეზი რამდენიმე ქვეყანაში სალმონელას ბაქტერიის გავრცელება გახდა.

ბავშვთა კვების​ პროდუქტებში Celia, Picot, Milumel-ში აღმოჩენილ სალმონელას ბაქტერიასთან დაკავშირებით, ფრანგული კომპანიის Lactalis-ი განცხადებას ავრცელებს და რეკომენდაციებს გასცემს.  Lactalis მომხმარებლებს მოუწოდებს, Celia-ს, Picot-ისა და Milumel-ის პროდუქცია არ გამოიყენონ.

საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ბაზრიდან ფრანგული კომპანია Lactalis-ის პროდუქციის გამოთხოვის პროცესი მიმდინარეობს.

ამასთან, მსხვილმა ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა საკუთარი სააფთიაქო ქსელებიდან „ლაქტალისის“ წარმოების ბავშვთა კვების, კერძოდ „სელიას“ (Celia) რძის ფხვნილის რეალიზაცია შეწყვიტეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...