1 6 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მაიკ პომპეო - ,,საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე ვმუშაობთ"

აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სახელმწიფოს მდივანს, მაიკ პომპეოს მოუსმინეს.

სახელმწიფო მდივანმა კონგრესმენების კითხვებს უპასუხა. კონგრესმენების კითხვები საქართველოს საკითხსაც შეეხო.

„გვაწუხებს რუსეთის აგრესია, რომელიც თავიდან მოლდოვაში დაიწყო, შემდეგ საქართველოს მისწვდა და მოგვიანებით უკრაინაში 10 000 ადამიანი იმსხვერპლა. კიდევ რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად საჭირო შეიარაღების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით სამ ხსენებულ რესპუბლიკაში, რათა პუტინის რეჟიმის აგრესია შევაჩეროთ?“, – ჰკითხა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მაიკ პომპეოს.

როგორც მაიკ პომპეომ აღნიშნა, იმ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების წარმოჩინებისთვის, რომლებიც დასავლეთის გზას ადგანან, ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი.

„ამ სამი ქვეყნის შეიარაღების საკითხებს სიამოვნებით გავეცნობი უფრო დეტალურად. ამ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სახელმწიფო დეპარტამენტში, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში დიალოგი გვქონდა. თავიდანვე მსურს, მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოსთან მიმართებით ვმუშაობთ ნატო-ში გაწევრიანებაზე. ეს ის საკითხებია, რომლითაც შეგვიძლია, დავეხმაროთ ამ ქვეყნების მოსახლეობას. გასულ წელს ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინისთვის იარაღი და სისტემები მიგვეწოდებინა, რასაც ამჟამად იყენებენ. ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი იმ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების წარმოჩინებისთვის, რომლებიც დასავლეთის გზას ადგანან”, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

ამასთან, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მაიკ პომპეოს განცხადების შემდეგ აღნიშნა, რუმინეთისა და ბულგარეთის მიერ მიღწეული წარმატებას ერთად იხილა საქართველოს წარმატებაც.

როგორც კონგრესმენმა ტედ პომ აღნიშნა, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წარმომადგენლები ძალიან ცუდ სამეზობლოში იმყოფებიან, „სამივეს რუსები ჰყავს ქვეყნის შიგნით შეჭრილი“.

„იმედი მაქვს, სწორად შევძლებთ ყურადღების კონცენტრაციას, რათა დასავლეთისკენ სვლაში დავეხმაროთ, რომ არ იბრუნონ პირი რუსეთისკენ”, – განაცხადა კონგრესმენა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...