1 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კარასინი ტატუნაშვილის ცხედრიდან ორგანოების ამოცლაზე საუბრობს

ჩამოტვირთვა

"მე არ ვარ ანატომი, არ შემიძლია ამ თემებზე მსჯელობა“ - ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ცხინვალის ციხეში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრიდან ორგანოების მოპარვის შესახებ გააკეთა.

კარასინმა ტატუნაშვილის მკვლელობას, „გარდაცვალების სამწუხარო ფაქტი" უწოდა, რომელიც აღარ უნდა განმეორდეს.

"ტატუნაშვილის გარდაცვალებას რაც შეეხება, ეს რა თქმა უნდა, ტრაგედიაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ესეთი შემთხვევა აღარ განმეორდეს და ჩვენ ამას გავაკეთებთ.

"ასეთი საკითხები უნდა განიხილებოდეს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის პირდაპირი კონტაქტით, მით უმეტეს რომ ჩვენ გვაქვს შექმნილი ინციდენტების პრევენციის მექანიზმები და ეს საკითხები ამ შეხვედრების ფარგლებში იქნა განხილული, ისევე როგორც ჟენევაში.

"ვფიქრობ რომ მომხდარიდან უნდა მოხდეს სერიოზული დასკვნის გაკეთება და არ უნდა მოხდეს ამის გამეორება,"-განაცხადა კარასინმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები