1 5 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

32 წლის ანა მამულაშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება - ანის ავთვისებიანი მელანომას რეციდივი დაუდგინდა

32 წლის ანა მამულაშვილს თურქეთში ჩატარებული კვლევებით დაუდგინდა ავთვისებიანი მელანომას რეციდივი, მრავლობოთი მეტასტაზებით ფილტვებზე, ღვიძლზე, საშვილოსნოსა და კაუდალურ წილში. ექიმებმა ანას გამოჯანრთელების იმედი მისცეს.

დაენიშნა Target თერაპია (ტაბლეტური მკურნალობა) ხანგრძლივი ვადით.

ამ მეთოდით მკურნალობა და დანიშნული სხვადასხვა სახის კვლევის ჩატარება, წლის განმავლობაში მინიმუმ 113 360 ლარი ჯდება. მკურნალობის ხანგრძლოვობა კი, დამოკიდებულია მკურნალობის შედეგზე, ამიტომ ამ თანხის მობილიზება ანას სიცოცხლის გადასარჩენად ძალიან მნიშვნელოვანია. თანხის შეგროვებას ვცდილობთ ყველანაირი გზით და მეთოდით, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ასევე ბიზნეს სექტორთან ურთიერთობით, თუმცა ერთი წლის მკურნალობის თანხა ჯერ ვერ შევაგროვეთ. იქიდან გამომდინარე, რომ მედიკამენტების ყიდვა ყოველთვიურად არის საჭირო, პროცესს მივყვებით ფეხდაფეხ და ვცდლობთ ანას მკურნალობის კურსი არ ჩაუვარდეს.


ანამ დანიშნული მედიკამენტები Mekinist 2 მგ. და Tafinlar 75 მგ. უნდა მიიღოს ყოველდღიურად. 2-ვე პრეპარატი თვის განმავლობაში ჯდება 7500 ლარი, არ იყიდება საქართველოში და სპეციალური შეკვეთით ჩამოაქვთ სხვადასხვა სააფთიაქო ქსელებს, შეკვეთიდან 3 კვირაში.


ასევე, 3 თვეში ერთხელ საჭიროა თურქეთში გამგზავრება, კვლევების და დამატებითი ანალიზების ჩატარება, რომლის ღირებულებაც საერთო ჯამში, დაახლოებით 2000 ევროს შეადგენს. (5840 ლარი). ანალოგიური კვლევა ტარდება თბილისშიც, თუმცა აქ გაკეთებული მაგნიტო რეზონანსული კვლევისას (მუცლის ღრუსა და მცირე მენჯზე) ანას დამამშვიდებელი დასკვნა გამოატანეს. „თოდუას კლინიკაში“ ჩატარებული კვლევისას, მუცლის ღრუში ვერ მოხდა ვერცერთი მეტასტაზის აღმოჩენა. სამწუხაროდ, საპირისპირო დაფიქსირდა თურქეთში.

მხოლოდ საწყის ეტაპზე, სამი თვის განმავლობაში, მედიკამენტებისა და გამოკვლევისთვის საჭიროა 28 340 ლარი.


ანამ მკურნალობა 7 ივლისიდან დაწყო, ამ დროისთვის საჭირო მედიკამენტების შესაძენად თანხა ჯანდაცვის სამინისტრომ დაუფინანსა.


7 აგვისტოს მისაღები მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხის ნაწილი (5500 ლარის ოდენობით) თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა. თუმცა, ხანგრძლივი მკურნალობის სრულფასოვნად ჩატარებისთვის, ეს თანხები საკმარისი არ არის.


ანამ კანის ავთვისებიანი მელანომა 5 წლის წინ აღმოაჩნდა. დღესაც ვაგრძელებთ სოცოცხლისთვის ბრძოლას, მაგრამ ამ შემთხვევაში, საზოგადოების დახმარება გვჭირდება.


ანა მებრძოლი და სოცოცხლით სავსე ადამიანია. კანის ავთვისებიანი მელანომა 2013 წელს აღმოაჩნდა და გაუკეთდა ოპერაცია. თურქეთში ჩაუტარდა ლიმფური კვანძების ბიოფსია და სიმსივნის მეტასტაზები არ აღმოაჩნდა. სამედიცინო ცენტრ „ანადოლუს“ (თურქეთი, სტამბოლი) ონკოლოგის დანიშნულებით ჩაიტარა ძვირადღირებული იმუნოთერაპია. (ინტერფერონი-„ინტრონ ა“, კვირაში 3 ჯერ). იმყოფებოდა ინკოლოგის მუდმივი დაკვირვების ქვეშ და 3 თვეში ერთხელ უტარდებოდა საკონტროლო კვლევები. კვლევებმა აჩვენა, რომ ანა ჯანმრთელი იყო. მან ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლა მოიგო.


2015 წელს ანამ გაიგო, რომ ანდრე უნდა გაჩენილიყო. მიუხედავად, იმისა, რომ გარკვეული რისკი არსებობდა და მის ადგილას ბევრი სტანდარტულ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ანამ უარი თქვა ახალი სიცოცხლის ხელყოფაზე და შვილი მაინც გააჩინა.


ანა მამულაშვილი 32 წლის არის, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი: 12 წლის მია და 2 წლის ანდრე. ორი შვილის დედა დაუღალავად იბრძვის სიცოცხლისთვის და მას ჩვენი დახმარება სჭირდება.

ის პროფესიით ჟურნალისტია. წლების განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიის თანამშრომელი იყო. მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“, საინფორმაციო გამოშვების „ქრონიკის“ ჟურნალისტად. ასევე, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ის გასართობი გადაცემების კოორდინატორად. ტელეკომპანია GDS-ში მუსიკალური შოუს „ერთი-ერთში“ და დილის გადაცემის წამყვანი იყო.

ნებისმიერი თანხა, რომელიც ანას ხანგრძლივი მკურნალობის მანძილზე გამოჯანმრთელებაში დაეხმარება, მისთვის, მისი შვილებისთვის, ოჯახისთვის და მეგობრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ გთხოვთ, გვერდში დაგვიდგეთ და დაგვეხმაროთ ჩვენი ანის გადარჩენაში.

#ჩვენიანისთვის


ანგარიშის ნომრები:

თიბისი ბანკი

საბანკო კოდი - TBCBGE 22 

ანგარიში: GE73TB7192345063300002


საქართველოს ბანკი 

საბანკო კოდი - BAGAGE 22 

ანგარიში: GE31BG0000000101246233


მიმღები - ანა მამულაშვილი N 01009018536

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...