2 1 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე

საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს ბორჯომში.
ღონისძიება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა საქართველოში,  ქეთევან მაისურაძემ გახსნეს. საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები, ადმინისტრაციული რესურსები და პირადი სოციალური საშუალებების გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიისთვის, სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვის პრაქტიკული საკითხები და ამ კუთხით არსებული საერთაშორისო გამოცდილება - ეს ის თემებია, რომლებზეც სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებთან ერთად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის პოლიტიკური პროცესებისა და საარჩევნო სამართლის ოფიცრის ჩართულობით მონაწილეები მსჯელობენ. “დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო სემინარი იმართება, რომელსაც ესწრება საერთო სასამართლოების ყველა ის მოსამართლე, რომელიც საარჩევნო საკითხებს და საარჩევნო დავებს იხილავს. ეს სამუშაო შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, ერთგვაროვანი განხილვისა და იმ საკანონმდებლო განახლებული მოცემულობის თვალსაზრისით იყოს განხილული ყველა საარჩევნო საკითხი დავების ეფექტიანობასთან მიმართებაში. მინდა ცალსახად მადლობა გადავუხადო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაეს სასამართლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ამ თანამშრომლობისა და ხელშეწყობისთვის. ასევე ჩვენს ხელშემწყობ დონორ ორგანიზაციას და პარტნიორს საარჩევნო სისტემების საერთშორისო ფონდს და USAID-ს ჩვენი ფინანსური მხარდაჭერისთვის” - აღნიშნა თამარ ჟვანიამ მედიასთან საუბრისას.როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ მედიასთან აღნიშნა, უკვე ტრადიციად იქცა გამოცდილების გაზიარება და ძალიან სასარგებლოა სასამართლო სისტემისთვის წინასაარჩევნოდ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, იმისათვის, რომ პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. „მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო დავები ძალიან შემჭიდროვებულ ვადაში იხილება, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ კონცენტრირებული იყოს სასამართლოს სისტემა, რათა თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი ხარვეზი ამ პროცესში“ - განაცხადა გიორგი მიქაუტიძემ. ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვლმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ნორმაშეფარდებითი საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებას უწყობს ხელს და მისივე თქმით, არსებითად მნიშვნელოვანია მოსამართლეები მუდმივად საქმის კურსში იყვნენ საკანონმდებლო ცვლილებებთან მიმართებაში. სამუშაო შეხვედრას ცენტრალური საარჩევნო კომისია უზენაეს სასამართლოსთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) თანადაფინანსებითა და მხარდაჭერით მართავს.  შეხვედრა ორდღიანია და ბორჯომში 22-23 სექტემბერს გაიმართება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...