0 5 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გამოფენა ,,დავიბრუნოთ ერთმანეთი"

27 სექტემბერს 19:00 საათზე გაიმართება გამოფენა, სახელწოდებით  „დავიბრუნოთ ერთმანეთი"

ღონისძიება კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს და ეძღვნება აფხაზეთის დღეებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება "მარიგოლდის“ ქართული, ნაციონალური გათანამედროვებული  სამოსი, მხატვარ-მეთოჯინის ქართულ მოტივებზე შექმნილი ხელნაკეთი თოჯინები და ახალგაზრდა დიპლომატების ნინი და დიმიტრი დუმბაძეების  ფერწერული ნამუშევრები, ასევე  ქართული უნიკალური ღვინო „ხაშმის საფერავი”  და ქართული ნუგბარი.

გამოფენაზე მოწვეულები არიან  აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარე და აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელები.

4-6 ოქტომბერს გამოფენა "ქართული   კულტურის ცენტრის" და არასამთავრობო ორგანიზაცია  მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის პარტნიორობით ნიდერლანდების სამეფოში მიემგზავრება.

აფხაზეთის დღეები 4 ოქტომბერს საქართველოს საელჩოში ოფიციალური მიღებით, გამოფენით და აფხაზეთის თემატიკით გაიხსნება და ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი 2“-ის კონცერტით დაიხურება.კონცერტში მონაწილებას მიიღებს ჰოლანდიაში არსებული ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი “მერანი”. ღონისძებაზე სპეციალურად მოწვეულები არიან ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი გიორგი ალექსანდრია და VOICE of Germany-ს 2017 წლის გამარჯვებული ნათია თოდუა.

გამოფენას დაესწრებიან აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარე და აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელები

მისამართი : გალაკტიონ ტაბიძის19  მესამე სართული

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები