0 5 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ეს იყო ღიმილის მომგვრელი...ანეკდოტების სიაში შევა" - ბახტაძე ოქუაშვილის განცხადებებზე

პრემიერ მინისტრმა ბახტაძემ ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს სასაცილო უწოდა. ბახტაძე ფიქრობს, რომ ზაზა ოქუაშვილის განცხადება, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს და მოქმედ შს მინისტრს გიორგი გახარიას 4 მილიონის გამოძალვაში ადანაშაულებს, ანეკდოტების სიაში შევა.

"გამეღიმა, როცა ვკითხულობდი, ეს ნამდვილად იყო ღიმილის მომგვრელი.  განცხადება ისეთივეა, როგორიც იყო მატარებელი გვირაბში ვერ გაეტევა, კალაძე თვითმფრინავით წავიდა ყაზახეთში" - თქვა მამუკა ბახტაძემ.

ჟურნალისტებმა ბახტაძეს, სპორტის  ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის სავარაუდო  გამოძალვაში ჩართულობის ფაქტზეც დაუსვეს კითხვა. 

"რაც შეეხება ლევან ყიფიანის მონაწილეობას ამ ყველაფერში, მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას. პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს და ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მისცეს ის ინფორმაცია, რასაც ფლობს. თუ ადამიანს რაიმე ფაქტები აქვს, ბატონ ოქუაშვილს ვგულისხმობ, ერთ პაკეტად უნდა შეკრას და საკანონმდებლო ორგანოებს უნდა წარუდგინოს. ასე ხდება ცივილურად უფლებების დაცვა, როცა ამას აქვს სხვა ფორმა, კითხვები მიჩნდება მეც და საზოგადოების დიდი ნაწილსაც. უნდა გავყოთ საკითხები, რისი გაყოფაც არ სურს ბატონ ოქუაშვილს.

ეს ერთის მხრივ საქმე ეხება გადასახადების გადასახადებს და არ არსებობს ინდუგელენცია, რომ არ გადაიხადო ან თავი აარიდო. უფრო მეტი უპასუხისმგებლობა გახლავთ ის, რომ ტელეკომპანიის მუშაობა კითხვის ნიშნით ქვეშ დგას, როცა გადასახადებს არ იხდის თამბაქოს მწარმოებელი კომპანია. 

ჩვენთვის მთავარი ფასეულობა არის დამსაქმებელი. მე როცა ვიყავი ფინანსთა მინისტრი, ამ კომპანიას ჰქონდა მსხვილი დავალიანება, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ კომპანიას ვალი დაეფარა, 11-ჯერ გადაავადა იმ ვალდებულების გადახდა, აქ კარგად ჩანს სახელმწიფოს კეთილგანწყობა" - განაცხადა ბახტაძემ ჟურნალისტებთან. 

  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...