2 2 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

The Banker-მა საქართველოს ბანკი 2018 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

7  დეკემბერი, 2018- საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, The Banker-მა 2018 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო საქართველოს ბანკს 2006 წლიდან  დღემდე უკვე მეექვსედ აქვს მოპოვებული. The Banker-ის მიერ შერჩევისას მთავარ კრიტერიუმად მიჩნეული იყო ბანკის ძლიერი ფინანსური შედეგები, მომხმარებელთან ურთიერთობის მაღალი სტანდარტი.  გამოცემის ყურადღება მიიპყრო საქართველოს ბანკის სტრატეგიამ, მომხმარებელს შესთავაზოს  მათ  საჭიროებებსა და ინტერესებზე  მორგებული ინოვაციური პროდუქტები და სერვისები. მრავალფუნქციური ციფრული პლატფორმები, გამართული მობილბანკი და ურთიერთობის  პროგრამები (PLUS). 

„მოხარული ვართ, რომ მოვიპოვეთ წლის საუკეთესო ბანკის ტიტული. საქართველოს ბანკი კორპორატიული მართვის საუკეთესო სტანდარტებისა და ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში განთავსებით ჩამოყალიბდა როგორც მძლავრი  ფინანსური ინსტიტუტი აღმოსავლეთ ევროპაში. ამან მოგვცა ფინანსური და ადამიანური კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობა, რაც ჩვენი ბანკის კონკურენტული უპირატესობაა. სწორედ ამ კრიტერიუმებით მოხდა საქართველოს ბანკის შერჩევა. ეს ჯილდო არის საქართველოს ბანკის თითოეული თანამშრომლის დამსახურება და ვულოცავ მათ საერთაშორისო აღიარებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.  

ინფორმაციისთვის: მსოფლიოში წამყვანი ფინანსური გამოცემა The Banker 1926 წლიდან გამოდის. The Banker- ის ჯილდო „წლის საუკეთესო ბანკი“ კი დაარსებულია 2000 წელს და ის  ყოველწლიურად აჯილდოებს მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მათი საუკეთესო შედეგებისა და მიღწევების გათვალიწინებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...