0 4 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სამწუხაროდ, ჩვენ ბევრი ავარიული „ხრუშოვკა“ გვაქვს ქალაქში, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და შესაბამისად, მისი ჩანაცვლება არის აუცილებელი"

ჩამოტვირთვა

დედაქალაქის მერი ე.წ. "ხრუშოვკების" ჩანაცვლების პროექტს აანონსებს, რომელიც პირველ ეტაპზე ვარკეთილში დაიწყება.

კახა კალაძის თქმით, მერიამ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ვარკეთილში სამ ჰექტარ მიწის ტერიტორიაზე ე.წ. „ხრუშოვკების“ ჩანაცვლების პროექტის ფარფლებში.

„სამწუხაროდ, ჩვენ ბევრი ავარიული „ხრუშოვკა“ გვაქვს ქალაქში, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება  და შესაბამისად, მისი ჩანაცვლება არის აუცილებელი. მე მინდა, შევეხო კონკრეტულად ვარკეთილში, მესამე მასივში მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ სამ ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი უბნის განაშენიანების თემას. ჩვენ დღეს ინტერესთა გამოხატვას ვაცხადებთ ამ პროექტთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ავარიული „ხრუშოვკების“ ჩანაცვლება. ჩვენ გამოცხადებული კი გვქონდა ამ კონკრეტულ პროექტზე რამდენიმე ხნის წინ, თუმცა უშედეგოდ. ამჯერად მთელი მთავრობის მოლოდინია, რომ ინტერესთა გამოხატვას მოყვება მაღალი ინტერესი,“- განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ ასევე ისაუბრა ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო და 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში შეზღუდულია ცალმხრივად მოძრაობა ხიდზე. ხიდის რეაბილიტაცია დედაქალაქს 2 მილიონ 400 ათასი ლარი დაუჯდება.

„გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა ამ ხიდის რეაბილიტაცია და შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ ვახუშტის ხიდით. ხუთი თვის განმავლობაში იქნება ეს სამუშაოები. ამ პროექტის განხორციელება 2 მილიონ 400 ათასი ლარი ჯდება და ყველანაირად იქნება მოწესრიგებული,“- განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე მთავრობის სხდომაზე რამდენიმე სიახლის შესახებ ისაუბრა. ერთ-ერთი ინიციატივა დედაქალაქში საფეხმავლო ბილიკები უნდა მოეწყოს, რაც გზაზე გადასასვლელი ხიდების დემონტაჟს გულისხმობს. ინიციატივის თანახმად, მათ ნაცვლად ზებრა გადასასვლელები და შუქნიშნები მოეწყობა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები