1 7 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Scope Ratings GmbH-მა ლისი დეველოპმენტის საჯარო ობლიგაციებს BB რეიტინგი მიანიჭა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings GmbH-მა უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანიის „ლისი დეველოპმენტის“ (სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“) ობლიგაციას BB რეიტინგი მიანიჭა. ამავდროულად, Scope Ratings GmbH-მა განაახლა კომპანიის რეიტინგის პროგნოზი B+ პოზიტიური პერსპექტივით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში „ლისი დეველოპმენტი“ ერთადერთი კომპანიაა უძრავი ქონების სექტორში, რომელმაც საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი მოიპოვა.საერთაშორისო კორპორაციული საკრედიტო რეიტინგი კომპანიამ Scope Ratings GmbH-ისგან 2018 წლის ივლისში მიიღო და ეს რეიტინგი წარმოადგენდა B+ სტაბილური პერსპექტივით. რეიტინგის მოძიებაში კომპანიას ფინანსური რეკომენდაცია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანიამ „თიბისი კაპიტალმა“ გაუწია.

გარდა ამისა, 2019 წლის თებერვალის მონაცემებით, „ლისი დეველოპმენტის“ მიერ გამოშვებული საჯარო ობლიგაცია დაშვებულია ქლიარსტრიმის (Clearstream Banking S.A.)[1] სისტემაში, რაც ობლიგაციებს ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო ინვესტორებისათვის.
„აღნიშნული სარეიტინგო პროგნოზის გაუმჯობესება სტაბილურიდან პოზიტიურ პერსპექტივამდე ხაზს უსვამს ერთი მხრივ, კომპანიის ფინანსურ მდგრადობას, მეორე მხრივ კი ფასიანი ქაღალდის ძლიერ პარამეტრებს“, -აღნიშნა ნოდარ ადეიშვილმა, "ლისი დეველოპმენტის’’გენერალურმა დირექტორმა.

„ობლიგაციის რეიტინგის BB ნიშნული საამაყო შედეგია. Scope Ratings GmbH-ის მიერ აღნიშნული რეტინგის მინიჭება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფასიანი ქაღალდის საკრედიტო ხარისხს“ -აღნიშნა ირაკლი ელაშვილმა, „თიბისი კაპიტალის“ დირექტორმა.

უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანია „ლისი დეველოპმენტმა“ 2018 წლის დეკემბერში 12,000,000 აშშ დოლარის ოდენობისობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2018 წელს კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე დიდი ტრანზაქციაა.ობლიგაციების განთავსება განხორციელდა საჯარო ემისიის გზით და ფასიანი ქაღალდი დაილისტა საქართველოს საფონდო ბირჟაზე 2018 წლის დეკემბერში. აღნიშნული ემისია კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ობლიგაციაა, რაც თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია „თიბისი კაპიტალმა“ უზრუნველყო.

„ლისი დეველოპმენტი“ უძრავი ქონების პრემიუმ სეგმენტის წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ჯგუფისფარგლებში 350 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2017 წელს კომპანიამ შეიძინა მიწის ნაკვეთი შავიზღვის სანაპიროზე და გეგმავს მულტიფუნქციური კომპლექსისა და სასტუმროს განვითარებას. „ლისი დეველოპმენტი“ ერთადერთიკომპანიაა უძრავი ქონების სექტორში საქართველოში, რომელსაც გააჩნია საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი.

„თიბისი კაპიტალი“ თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებებს. 2017 წლიდან „თიბისი კაპიტალი“ გახდა თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი. 

კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა. „თიბისი კაპიტალი“ საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საფონდო ბირჟის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...