0 4 : 5 3
 | 

მსოფლიო

პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა ტერმინების „დედა“ და „მამა“ შეცვლას ტერმინებით „მშობელი 1“ და „მშობელი 2“

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ტერმინების „დედა“ და „მამა“, ტერმინებით „მშობელი 1“ და „მშობელი 2“-ით შეცვლას მხარი დაუჭირა.

ცვლილება იყო განათლების ახალი კანონპროექტის შესწორების ნაწილი, რომელთა მხარდამჭერები აცხადებენ, რომ კანონის საბოლოო დამტკიცებით, ერთსქესიანი მშობლების მიმართ დისკრიმინაციას ბოლო მოეღება.

კანონპროექტი შესაძლოა, სენატმა დაბლოკოს, რის შემდეგაც საბოლოო განხილვისთვის ისევ ეროვნულ ასამბლეაში დაბრუნდება.

კანონის დამტკიცების შეთხვევაში, საფრანგეთის სასკოლო დოკუმენტებში ჩანაწერს „დედა“ და „მამა“ , ჩაანაცვლებს „მშობელი 1“ და „მშობელი 2“.

კანონპროექტის ავტორია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიის, „საფრანგეთი, წინ“ წევრი, დეპუტატი, ვალერი პეტი.

დეპუტატი ამტკიცებს, რომ გაითვალისწინა საფრანგეთში მიღებული კანონები, რომლის მიხედვითაც ერთსქესიან წყვილებს დაქორწინება და ბავშვების აყვანა შეუძლიათ.

კანონპროექტის კრიტიკოსები ინიციატივას „დეჰუმანიზაციად“ აფასებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:38

    წყალდიდობის შედეგად დაღუპული ორი ადამიანი...

      იტალიაში უხვი ნალექის გამო მდინარეები ადიდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. სტიქიამ განსაკუთრებით ქალაქი რიოალბარა დააზიანა. უეცრად მოვარდნილმა წყალმა სატრანსპორტო მოძრაობის პარალ...

  • 11:03

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო...

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ერთი კვირის წინ თურქული ძალები ...

  • 09:56

    31 დაღუპული, 15 დაკარგული და 186 დაშავებული - დამ...

    ტაიფუნი "ჰაგიბისის" შედეგად, იაპონიაში მსხვერპლი  31-მდე გაიზარდა,  დაკარგულია 15  და  დაშავებულია 186 ადამიანი.მდინარეების ადიდების გამო დატბორილია რამდენიმე ქალაქი, მოსახლეობა ელ...

  • 15:11

    ტერაქტი გერმნაიაში ...

    გერმანიაში ქალაქ ლინბურგში სატვირთომ ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილებს გადაუარა. ინციდენტის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.გერმანიის მთავრობამ ინცინდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.სატვირთო ავტომობილის მძღ...

  • 13:50

    ინდოეთში მაჰათმა განდის ფერფლი მოიპარეს...

    ინდოეთის ქალაქ რევაში მაჰათმა განდის ფერფლი მემორიალიდან მოიპარეს. აღნიშნული ფაქტი 2 ოქტომბერს, განდის 150-ე წლის იუბილეზე მოხდა. უცნობმა ადამიანებმა, რომლებიც სავარაუდოდ, ბოროტმოქმედები იყვ...

  • 22:36

    პუტინმა ერდოღანი ე.წ. ,,სტაკანჩიკის" ნაყინზე დაპ...

    თურქეთი რუსეთთან ერთობლივი სამხედრო წარმოებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ განცხადება რუსეთში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.მისივე თქმით, სამხედრო წარმოების სფერო...