1 2 : 0 7
 | 

მსოფლიო

დღეს ბედნიერების საერთაშორისო დღეა - ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა

საქართველო მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში 119-ე ადგილს იკავებს. შესაბამისი ანგარიში გაერო-მ გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის კვლევაში საქართველო 128-ე პოზიციაზე იყო.

კვლევის ავტორები რეიტინგის შედგენისას შემდეგ ფაქტორებს ითვალისწინებენ: მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალურ მხარდაჭერას, ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობას, მოქალაქეთა თავისუფლებას, კორუფციის დონეს.

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება – ფინეთი, დანია, ნორვეგია, ისლანდია და ნიდერლანდები.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი სიაში 116-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 90-ზე, რუსეთი – 68-ზე, ხოლო თურქეთი – 79-ზე.

სიაში ბოლო ადგილს სამხრეთ სუდანი იკავებს.

20 მარტს მსოფლიოში ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, 2012 წელს დაწესდა.

სარეკლამო ადგილი - 46
850 x 250

კომენტარები

მსგავსი სიახლეები