1 8 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისის საჯარო ბაღების აღსაზრდელები არაჟნის, მაწვნის, ყველის, ხაჭოსა და კარაქის გარეშე დარჩნენ

თბილისის მერიის ფავორიტი კომპანია შ.პ.ს. "ნილი" მორიგ სკანდალში გაეხვა. მიზეზი კი ბაღების მომარაგებაში აღმოჩენილი დარღვევებია. სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ არაჟანში ცხოველური ცხიმების ნაცვლად მცენარეული ცხიმია აღმოჩენილი, ყველში კი - რძის ფხვნილი.

თბილისის არც ერთ საბავშვო ბაღში რძის ნაწარმი დღეს არ შესულა და საჯარო ბაღების აღსაზრდელები არაჟნის, მაწვნის, ყველის, ხაჭოსა და კარაქის გარეშე დარჩნენ.

ირკვევა, რომ ბაღების მომმარაგებელ კომპანიას, შ.პ.ს. ნილს ბავშვებთან შეჰქონდა არა რძის ნაწარმი, როგორც ამას კონტრაქტი ავალდებულებდა, არამედ მისი შემცვლელი პროდუქტი, რაც რიგ შემთხვევაში მცენარეულ ცხიმებზე იყო დამზადებული.

საბავშვო ბაღების კვებაზე სრული პასუხისმგებლობა შ.პ.ს. ნილს აკისრია, რომელიც თავის მხრიდან აფორმებს ხელშეკრულებებს ქვეკონტრაქტორ კომპანიებთან, რომლებიც კონკრეტული პროდუქტებით ბაღების მომარაგებას ახდენენ.

ბაღების მართვის სააგენტომ კი სეს-ის დასკვნის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუწყდეს ბაღებს რძის პროდუქტების მიწოდება, ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

მომმარაგებელი კომპანია კი ბრალდებებს უარყოფს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...